ჩაკვეტაძე “უოტფორდს” გაურკვეველი ვადით გამოაკლდა

რამდენიმე წუთის წინ “უოტფორდის” ოფიციალურმა გვერდმა ქართველი გულშემატკივარისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.
“უოტფორდი” ჩემპიონშიპის მე-18 ტურში “ნორვიჩს” მასპინძლობს, თუმცა აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მიიღებს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იუქმებს 24 წლის მოთამაშე.
შეგახსენებთ, “უოტფორდი” ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-15 ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ