– ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე

თითოეულ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ პედაგოგობა, მითუმეტეს, დირექტორობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის უდიდესი პასუხისმგებლობის ტარება, რასაც ჰქვია ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიში მოისმინეს.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, ის რეფორმები, რომელზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა, რევოლუციური და შთამბეჭდავია.
„ჩვენი ქვეყნის სიძლიერე არის მართლაც იმ მომავალზე, რასაც ჰქვია ხარისხიანი განათლება. მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს და პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენი პედაგოგებისთვის. თუმცა, მათთვის ადეკვატური და გნებავთ სამართლიანი ანაზღაურება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება, სადაც ადამიანებს უწევთ უაღრესად დიდი შრომის ჩადება, ვერასოდეს იქნება ჩვენი პედაგოგების ამაგი დაფასებული სამართლიანად ხელფასში გამოხატული. ეს არის სტატუსი და ამ სტატუსიდან და პატივიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული წევრები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის მომავლისთვის იმ საფუძველს, რაზეც დგას ნებისმიერი ნორმალური, ძლიერი სახელმწიფო”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?

ირაკლი კობახიძე – ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ განვითარებასა და მოდერნიზაციას – საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები