ვენის სასოსისეები შესაძლოა, UNESCO-ს არამატერიალურ მემკვიდრეობად იქცეს

ვენის კიოსკები, რომლებიც ცნობილ ვენურ სოსისებს ყიდიან, შესაძლოა, UNESCO-ს მიერ ავსტრიის არამატერიალურ მემკვიდრეობად იქნას აღიარებული.
ინიციატივა კიოსკების მეპატრონეებს ეკუთვნით.
ვენის წაგრძელებული სოსისები (Wieners), ჩვეულებრივ, ჰოთ-დოგებში თავსდება. მათი გაყიდვა ჯიხურებში ჯერ კიდევ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პერიოდში დაიწყო.
მას შემდეგ ჯიხურები ადგილობრივი მცხოვრებლების საყვარელ დაწესებულებად იქცა.
ამასთან, სოსისის გამყიდველებს საკუთარი ჟარგონი აქვთ, ხოლო თავად კიოსკები ადგილობრივი პოპკულტურისა და ლიტერატურის ნაწილი გახდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ