„ოკუპანტები მიწას გიღობავდნენ, ხალხს გტაცებდნენ , გიხოცავდნენ და ეძებდე ომის პარტიას შენს მოკავშირე ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ამას საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ღალატი ქვია“ – ნათელაშვილი

„ოკუპანტები მიწას გიღობავდნენ, ხალხს გტაცებდნენ , გიხოცავდნენ და ეძებდე ომის პარტიას შენს მოკავშირე ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ამას საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ღალატი ქვია“ – ნათელაშვილი
-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება:
„დონალდ ტრამპს ვუსურვებთ უსწრაფეს გამოჯანმრთელებას, ამერიკელ ხალხს კი მშვიდობასა და გამარჯვებას. ამერიკულ დემოკრატიას ბევრი განსაცდელი მოუნელებია და ამ სამწუხარო პრეცენდენტსაც თავისი პოტენციალით მიხედავს. მაგრამ რა უხარიათ საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ პუტინის ოლიგარქიულ პარტიას სრულიად გაუგებარია. თუ ფიქრობენ, რომ ამით გაძლიერდება კრემლიდან მოწოდებული ნარატივი გლობალური ომის პარტიაზე ეს სრული სიბრიყვეა. აგერ თბილისიდან 30 კილომეტრში აგრესორ—ოკუპანტები მიწას გიღობავდნენ, ხალხს გტაცებდნენ , გიხოცავდნენ და ეძებდე ომის პარტიას შენს მოკავშირე ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამას საკუთარი ხალხისა და სახელმწიფის ღალატი ქვია, რაზედაც მალე ქვეყანა გასცემს მათ პასუხს.“

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო