„ჰამასმა“ 12 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის, ათი ისრაელელია და ორი უცხოეთის მოქალაქე

„ჰამასმა” 10 ისრაელელი და უცხოეთის 2 მოქალაქე მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალები და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ავრცელებენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, „ჰამასმა“ 12 მძევალი „წითელ ჯვარს” გადასცა, რომელიც მათ ისრაელში ჩაიყვანს.
„წითელი ჯვრისგან” მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 12 მძევალი – მათ შორის ათი ისრაელელი და უცხოეთის ორი მოქალაქე – ისრაელის ტერიტორიისკენ მოემართებიან,” – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ადასტურებს, რომ “ჰამასმა” ისრაელის ათი მოქალაქე გაათავისუფლა – ცხრა ქალი და ერთი ბავშვი. მან აღნიშნა, რომ “ჰამასმა” ასევე ფილიპინების მოქალაქე გაათავისუფლა.
აღნიშნულია, რომ მძევლების სანაცვლოდ დღეს ისრაელი 30 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია