დათო გორგილაძე: ინტერვიუს დროს აღმოვაჩინე, რომ გიორგი ქოჩორაშვილი მოედნის მიღმაც ისეთივე საინტერესო პერსონაჟია, როგორიც ფეხბურთის თამაშის დროს

“ამ ინტერვიუს დროს აღმოვაჩინე, რომ გიორგი ქოჩორაშვილი მოედნის მიღმაც ისეთივე საინტერესო პერსონაჟია, როგორიც ფეხბურთის თამაშის დროს. უსმენ და ხვდები, რომ რასაც ამბობს, გულწრფელად ამბობს. რაც აინტერესებს, გულწრფელად აინტერესებს და რასაც აკეთებს, გულით აკეთებს.
გადაცემაში ყველაფერი ვერ ხვდება ხოლმე და ხანდახან კადრს მიღმა მიმდინარე დიალოგი არანაკლებ საინტერესო გამოდის.
სწორედ ამ შესვენებების დროს, მის მიერ ჟურნალისტიკასა ამბის თხრობასთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვებმა დამარწმუნა, რომ შრომისმოყვარეობასთან, ნიჭთან და მიზანდასახულობასთან ერთად, მისი მთავარი იარაღი ინტელექტია,” – დათო გორგილაძე

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი