“ეს გადაწყვეტილება ამიტომ მივიღეთ” – ანჩელოტიმ განმარტა, რატომ თქვა “რეალმა” უარი ბენზემას წასვლის შემდეგ ოსიმენის ტრანსფერზე

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Radio Serie A-ს ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ შეეკითხნენ, თუ რატომ არ დაიმატა “სამეფო გუნდმა” ვიქტორ ოსიმენი.
მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს “ბლანკოსის” ფორვარდმა კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთს მიაშურა, რის შემდეგაც აქტიურად იწერებოდა, რომ “ნაპოლის” ნიგერიელი ფორვარდი კარიერას “სანტიაგო ბერნაბეუზე” გააგრძელებდა.
“რატო არ დავიმატეთ ოსიმენი? – ვფიქრობდით, რომ შეტევაში პრობლემების გადაჭრა ჯუდ ბელინგემის დამატებითაც მოხერხდებოდა”, – თქვა ანჩელოტიმ.
იტალიელისა და მადრიდული გუნდის ხელმძღვანელობის ეს ჩანაფიქრი კი მართლაც გამართლდა. ბელინგემი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მან “რეალთან”
ერთად პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ინგლისელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჯამში 23 გოლი დაფიქსირდა, ნიგერიელმა კი მეკარეთა კარი 17-ჯერ აიღომაგრამ აღსანიშნავია, რომ ის 6 კვირა ტრავმირებული იყო და თანაც, აფრიკის თასზე მიიღო მონაწილეობა, რის გამოც “ნაპოლიში” ბევრი მატჩი გამოტოვა.