რუსების თავდასხმის შედეგად დონეცკის ოლქში 6 ადამიანი დაიღუპა

რუსების თავდასხმის შედეგად დონეცკის ოლქში 6 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსების თავდასხმების შედეგად ოლქში 22 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 13 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 5 დრონი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინელებმა 4 ჩამოაგდეს, ხოლო 1 დრონი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – შეფასებებს განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ვინმეს მტრობა განვიზრახეთ, არამედ იმიტომ, რომ ბევრს არ ვეთანხმებით, მაგალითად იმას, რომ არჩევნები გაყალბდა – ნუ გვთხოვთ, რომელიღაც მხარეს დავდგეთ, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით