პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, პრეზიდენტის განცხადება დაგროვებით პენსიებზე წაიკითხა:
ცვლილებების მიხედვით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემირ–მინისტრი, როცა ადრე მოქმედი კანონმდებლობოით,ს საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი, მიუღებელი და დაუშვებელია პრემიერ–მინისტრის ხელში ძალაუფლების ასეთი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს ეჭვს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის ინტერესებს. პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ–ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა და გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას და არღვევს მის მიმართ მოქალაქეთა ნდობას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს მილიონნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.
ცნობისთვის, პრეზიდენტს არ გამოუყენებია ვეტო, მან გამოიყენა კონსტიტუციური უფლება, და ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა პარლამენტს კანონი უკან, რის შემდეგაც, 5 დღის ვადაში, პარლამენტის თავმჯდომარე თუ კანონს ხელს მოაწერს, კანონი შედის ძალაში, პარლამენტმა “დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით 27 ივნისს მიიღო.