ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს კონტრაქტის გახანლგძრივებას 2026 წლამდე სთავაზობს.
მოგეხსენებათ, ინგლისელები ევრო 2024-ის ფინალში არიან გასული, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდებიან.
საუთგეიტთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და თუ მისმა გუნდმა ფინალი დათმო, ახალ შრომით ხელშეკრულებას მაინც შესთავაზებენ.
თავად ინგლისელმა სპეციალისტმა თქვა, თუ ევრო 2024-ზე ვერ იჩემპიონებდნენ, დაკავებულ თანამდეობას დატოვებდა.