სალომე ზურაბიშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

საქართველოს პრეზიდენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის გასაუქმებლად საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს.
პრეზიდენტის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს უკვე შეხვდა.
ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი სარჩელის მნიშვნელობაზე ერთხმად თანხმდება.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ კანონის გაუქმების მიზნით ყველა კანონიერი გზის გამოყენება აუცილებელია, თუმცა მათ ბევრი შეკითხვა აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს კეთილსინდისიერებასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.