ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა, იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.
ბიჭი ექიმების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.