ბათუმში სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვანი გარდაიცვალა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
წყარო: „ინტერპრესნიუსი“