სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა, იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში News.ge-ს განუცხადეს, რომ ბიჭი ექიმების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მინდა, ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები – მის პატრონს უყვარს სხვადასხვა ნივთიერებებით ექსპერიმენტირება