გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მოსთხოვა დატოვოს ზაპოროჟიეს ატომური ელქტროსადგური

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს მოსთხოვა თავისი სამხედროების დაუყოვნებლივ გაყვანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ს მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.
11 ივლისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხება უკრაინის ბირთვული ობიექტების, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაცვას.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 90-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ.
წინააღმდეგი იყო ცხრა ქვეყანა: რუსეთი, ბელარუსი, ბურუნდი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, ნიკარაგუა, მალი, სირია და ერიტრეა.
რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა 60-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ირანმა, სომხეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, მექსიკამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, იორმ და საუდის არაბეთმა.
რეზოლუციის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სასწრაფოდ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო მოსამსახურეები და სხვა არასანქცირებული პერსონალი და სადგური დაუყოვნებლივ დააბრუნოს უკრაინის სუვერენული და კომპეტენტური ორგანოების კონტროლქვეშ.
გარდა ამისა, რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვს თავისი ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიიდან.
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას პოლიტიზებული უწოდა.
ში ომის დაწყების შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არაერთხელ აღმოჩნდა სერიოზული საფრთხის წინაშე. მათ შორის 2024 წლის აპრილში სადგურზე დრონებით შეტევა იყო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ფიზიკური ზემოქმედება მოხდა სადგურის ექვსიდან ერთ რეაქტორზე.
უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში ყოველი ინციდენტის შემდეგ პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.