2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ძირითადად რეგიონის ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, ხოლო ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ვიზიტორების სტატისტიკის პირველ ათეულში არ შედის. EU-ს წევრი ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორები შემოვიდნენ არის გერმანია 31 ათასი ვიზიტორით, რითიც სტატისტიკაში რიგით მე-12 ადგილს იკავებს. მთლიანად ევროკავშირიდან კი 2024 წლის 6 თვეში საქართველოში 183 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წლიურად 13%-ით არის გაზრდილი.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც წელს 624 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით არის მომატებული, მეორე პოზიციაზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 527 ათასი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია.