“ეს შეუძლებელია, საშინელებაა, 12 წელიწადი ძალიან დიდი დროა” – ფრანგმა ჟურნალისტმა დეშამს მიმართა

RMC Sport-ის ჟურნალისტმა დანიელე როლომ ევრო 2024-ზე საფრანგეთის ნაკრების ასპარეზობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მამლებმა” დიდიე დეშამი უნდა გაათავისუფლოს.
“12 წელიწადში ყველაფერი ვნახეთ, ეს საკმარისია. ის, თუ როგორ იქცეოდა ევროპის ჩემპიონატზე, როგორ ესაუბრებოდა ჟურნალისტებს… მოდით, დეშამი ალეგრისთან ერთად არდადეგებზე გავუშვათ, მათ სალაპარაკო ექნებათ.
ეს შეუძლებელია, საშინელებაა, ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. დეშამის ყურება საკმარისია. ფრანგებს აღარ გვსურს, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გიხილოთ. ფანები დაიღალნენ”, – განაცხადა როლომ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეროვნულ ნაკრებს 2026 წლის მსოფლიოს
ჩემპიონატზე კვლავ დიდიე დეშამი უხელმძღვანელებს.