1 წლის წინ, სკოლის კვება და უფასო კვება რა იყო, საერთოდ არც იცოდნენ – 10 წელია განათლებაში ვარ და არც მახსოვს ამ საკითხის აქტუალიზაცია, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის „საათის ფორმატში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამილახვრის თქმით, ოპონენტები საჯარო და კერძო შეხვედრებში ადასტურებენ, რომ მათ მასწავლებელთა უმრავლესობა ხელისუფლების მართულ ელექტორატად მიაჩნიათ.
„ჩვენს ოპონენტებს ( ყველას არ ვგულისხმობ) რამდენად ადარდებთ სკოლის კვება, სკოლის დირექტორების საკითხები თუ მასწავლებლების ხელფასი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. როგორ შეიძლება რაღაცის დაზიანება გვამოძრავებდეს, როდესაც ვსაუბრობთ სკოლის გაძლიერებაზე, მასწავლებლების ხელფასის ზრდაზე ან სასკოლო კვებაზე, ეს ხომ შეუძლებელია.
1 წლის წინ, სკოლის კვება და უფასო კვება რა იყო, საერთოდ არც იცოდნენ. 10 წელია განათლებაში ვარ და არც მახსოვს ამ საკითხის აქტუალიზაცია. დაინახეს 1 ციფრი, რომელსაც მცდარად უკეთებენ ინტერპრეტაციას. სცადეს, რომ ეს ყოფილიყო ელექტორალური ბუნტი, თუმცა პირიქით მიიღეს. მიიღეს იმიტომ, რომ ხალხს ესმის, ხალხი სწორად აზროვნებს. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, როგორც საჯარო, ისე კერძო შეხვედრებში მიდასტურებენ, რომ მათ მასწავლებელთა უმრავლესობა ხელისუფლების მართულ ელექტორატად მიაჩნიათ. წარმოგიდგენიათ, ყველაზე ღირსეული, განათლებული, დამსახურებულ 60 ათას მასწავლებელს, ჩვენს მოქალაქეებს ეძახიან ბრბოს, ელექტორალურ ბრბოს. ეს არის ჩვენს და მათ შორის განსხვავება და ვინ არის ელექტორალური ბრბო ამას კარგად ვხედავთ“,- განაცხადა ამილახვარმა.