სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 6 სრულად გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისგან, 5-ს შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის ვადა. შეწყალება შეეხო ორ ისეთ მსჯავრდებულსაც, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ შეწყალებულთაგან ერთი ქალია. მას ზურაბიშვილმა სასჯელის მოხდის ვადა შეუმცირა.

ასევე დაგაინტერესებთ