ბაიდენი: “უკრაინას შეუძლია და ის გააჩერებს პუტინს” – ნატოს სამიტი გრძელდება

“ხიდი უკრაინის ნატოში წევრობისთვის” – ასე აფასებენ ნატოს მაღალჩინოსნები იმას, რასაც ალიანსის საიუბილეო სამიტზე მიიღებს. ეს გულისხმობს ხანგრძლივ და პროგნოზირებად მხარდაჭერას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სამხედრო დახმარების კოორდინირებას ნატოს მანდატით, რათა იარაღის მიწოდება აღარ შეფერხდეს.