საკამათო პენალტი – ინგლისმა ნიდერლანდებს მოუგო და ფინალში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.
ნიდერლანდები დებიუტში სიმონსმა შორიდან დარტყმით დააწინაურა, რამაც ინგლისელები აიძულა თავის მოსაწყენ თამაშზე უარი ეთქვათ და კეინმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა გ. ნევილმა ITV-ის ეთერში განაცხადა, რომ მსაჯს თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა და ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო. შემდეგ გუნდებმა თითოჯერ ბურთი ძელს გაარტყეს (დუმფრისმა და ფოდენმა) და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ნიდერლანდები უკეთ გამოიყურებოდა, კონტრშეტევაზე კი საკამ გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. 81-ე წუთზე
მწვრთნელმა საუთგეიტმა კეინი უოტკინსით შეცვალა, რომელმაც 90-ე წუთზე ვერბრიუგენის კარი დალაშქრა და ინგლისი ფინალში გაიყვანა.
14 ივლისს, ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება.
ნიდერლანდები – ინგლისი 2:1
გოლები: 1:0 სიმონსი (7), 1:1 კეინი (18, პენ), 1:2 უოტკინსი (90)
. კეინი 6 გოლით პლეი-ოფების ისტორიაში ბომბარდირი გახდა.
. ნიდერლანდელთა თავდამსხმელმა დეპაიმ 35-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.