უკრაინის დაზვერვის უფროსის ცოლი მოწამლულია – უკრაინული მედია

მარიანა ბუდანოვა, უკრაინის დაზვერვის უფროსის მეუღლე, მძიმე ლითონებითაა მოწამლული. ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ დაზვერვის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, 28 ნოემბერს გაავრცელა.
მისი ქმარი, კირილო ბუდანოვი უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მეთაურია. ის მონაწილეობდა ფარულ ოპერაციებში, რომლებიც ს ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული.
უკვე 21 თვეა რუსეთი აგრძელებს მეზობელ სთან არაპროვოცირებულ, უკანონო ომს და მისი ტერიტორიების ნაწილს აკონტროლებს.
ბუდანოვი უკრაინაში რუსეთზე მიტანილი საპასუხო დარტყმების მთავარ, კულისებს მიღმა დამგეგმავ პირად არის მიჩნეული. რუსულ მედიაში ის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ფიგურაა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვა და შიდა უსაფრთხოების სამსახურები მედიის თხოვნას კომენტარის თაობაზე, არ პასუხობენ. თავად უკრაინული მედიაც არაფერს ამბობს იმაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს ბუდანოვის ცოლზე თავდასხმის უკან. მიზანმიმართული თავდასხმის დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში ყველაზე სერიოზული სამიზნე უკრაინის ლიდერებსა და მათ ოჯახებზე.