წელს საქართველოში ორი დიდი მოვლენა მოხდა და მთელმა მსოფლიომ საქართველო გაიცნო ხელახლა – ერთი იყო ეს დიდი, ერთიანი ეროვნული პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ და ამ დიდმა ერთსულოვნებამ, ერთიანობამ, აი სადაც ჩახვალ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში – არ ვამბობ მარტო ევროპის კონტინენტს, ლათინური ამერიკიდანაც შეიძლება მოგვწერონ, რომ ვიცით საქართველო, სადაც ახალგაზრდებმა ამხელა, ერთიანი ეროვნული პროტესტი გააკეთებს.
მეორე იყო ფეხბურთი, რომელსაც მე ღიად ვიტყვი, რომ 11 ფეხბურთელთან 4 მილიონი თამაშობდა ფაქტობრივად და აი ამ ერთიანობამ, ერთსულოვნებამ აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო.
შეგვიძლია, რომ ჩვენ ერთიანობით მთელი მსოფლიო განვაცვიფროთ – რეფორმებით, წინსვლით, ინვესტიციებით; იმით, რომ საქართველო ვითარდება, ლიდერები ვართ გლობალურ სამყაროში, ჩვენი ადგილი გვაქვს ღირსეული, ვართ თანაბარი თანაბართა შორის ევროკავშირში და ასე შემდეგ.
ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთი დიდი სირცხვილი და საქართველოს დღევანდელი სირცხვილი არის ქართული ოცნება – ეს სირცხვილი 26 ოქტომბერს უნდა ჩამოვირეცხოთ.
ჩვენ რასაც ვამბოთ, ამ ერთიანობას, ვამბობთ იმისთვის, რომ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ.
