იტალიაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს – ადგილობრივი მედიის ცნობით, 30 და 33 წლის ქართველები სან-კონკორდიოს სადგურისა და ლუკას რადიომობილების განყოფილების წარმომადგენლებმა დააკავეს.
ცნობილია, რომ მათ ორი სხვადასხვა მაღაზია გატეხეს – პირველი შემთხვევა 11:30 საათზე მოხდა – სუპერმარკეტის დაცვამ 30 წლის კაცი გააჩერა, რომელიც სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა, მას ზურგჩანთში 600 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქცია ეწყო.
მეორე შემთხვევა კი მოგვიანებით, 14:45 საათზე მოხდა. 33 წლის ქართველ კაცს მაისურის ქვეშ დამალული ჰქონდა ორი შეკვრა უკაბელო ყურსასმენი და 8 შეკვრა Oral-B კბილის ჯაგრისი, ჯამში კი მათი ღირებულება დაახლოებით 300 ევრო იყო.
კარაბინიერებმა ისინი თავდაპირველად დროებითი მოთავსების იზლატორში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სასამართლომ მათი დაპატიმრების ნებართვა გასცა.
,,მთავარი არხი”

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია