ვაზისუბანში ბეტონმზიდის დაჯახების შედეგად ქვეითი დაიღუპა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ადამიანს ბეტონმზიდი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, კაცი დაიღუპა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.