პაველ ჰერჩინსკი – გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მომავალი ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მძიმე შრომას განაახლებს

ამ მომენტისთვის, როგორც ლიდერებმა 27 ივნისს გადაწყვიტეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნისას განაცხადა.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს ქართველები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მომავალი ხელისუფლება, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან სწრაფად მობრუნდება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით მძიმე შრომას განაახლებს. მაგრამ ამ მომენტისთვის, როგორც ლიდერებმა 27 ივნისს გადაწყვიტეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია და ეს ხდება იმ დროს, როდესაც სხვა კანდიდატი ქვეყნები, დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა, ისევე როგორც და მოლდოვა, წინ სწრაფად მიიწევენ. ასე რომ, მთავარი საკითხია, შეუძლია თუ არა საქართველოს ამ დროის დაკარგვა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების ლიდერ კანდიდატებს დაეწევა.
„დრო გადის და ევროკავშირში გაწევრიანების ლიდერ კანდიდატებსა და საქართველოს შორის დაშორება არ მცირდება, სამწუხაროდ, გაცილებით დიდი ხდება. ერთი მხრივ, ჩვენ მოლდოვასთან და უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გავხსენით, მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შევაჩერეთ. იმედი მაქვს მხოლოდ დროებით. მაგრამ ეს სრულიად საქართველოს და ქართველების ხელშია“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ