პაველ ჰერჩინსკი – დღევანდელი მდგომარეობით, ვერ წარმომიდგენია საქართველო წელს წინ წავიდეს – ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეყინათ გაწევრიანების პროცესი და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განმარტებას ელოდებიან

ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაკავშირებით ოქტომბერში გამოქვეყნდება გაფართოების ანგარიში და ევროკავშირის ლიდერები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ – მიმდინარეობს.
ელჩის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველო გაწევრიანების პროცესის შემდგომ საფეხურზე გადასვლას ვერ მოახერხებს.
„დღევანდელი მდგომარეობით, ვერ წარმომიდგენია საქართველო წელს წინ წავიდეს, შემდგომ საფეხურზე გადავიდეს სწორედ იმიტომ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაეყინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ისინი ელოდებიან განმარტებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, – აღნიშნა ელჩმა.