საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ “გლობალური ომის პარტიის” სუბიექტებს წარმოადგენენ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები

საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ “გლობალური ომის პარტიის” სუბიექტებს წარმოადგენენ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები
იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ დამარცვლით აუხსნა “ნაცჟურნალისტებს” თუ რას ნიშნავს “გლობალური ომის პარტია”, მაინც ვერ გაიგებენ, რადგან ყალბი პროპაგანდის მედიაში ოდნავ განათლებულიც არ ესაჭიროებათ ბინძური გზავნილების შეუფერხებლად ტირაჟირებისთვის, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რადიკალებისგან განსხვავებით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რომ “გლობალური ომის პარტიის” სუბიექტებს წარმოადგენენ დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები, ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია, ნეოკონსერვატორები და პოლიტიკურად თუ ფინანსურად გავლენიანი ყველა ის პერსონაჟი, რომლებსაც ნგრევის და ომის ფასად სურთ ქვეყნებზე ბატონობა და გამდიდრება.
“იმის მიუხედავად, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დამარცვლით აუხსნა “ნაცჟურნალისტებს” თუ რას ნიშნავს “გლობალური ომის პარტია”, მაინც ვერ გაიგებენ, რადგან ყალბი პროპაგანდის მედიაში ოდნავ განათლებულიც არ ესაჭიროებათ ბინძური გზავნილების შეუფერხებლად ტირაჟირებისთვის. მარგინალ რევანშისტებზე დამოკიდებული მოკლებულია ელემენტარული ანალიზის უნარს, არასდროს ეცნობა საერთაშორისო მედიას (თუნდაც ქართულად ან Google Translate-ით), არ იცის თუ რას ნიშნავს warmongers, warmongering (ომის წამქეზებელი/წამქეზებლობა). თუმცა, “ნაცაუტსაიდერებისგან” განსხვავებით, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის, რომ “გლობალური ომის პარტიის” სუბიექტებს წარმოადგენენ: დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიის გიგანტები; ტრანსნაციონალური კრედიტორები; ულტრამემარცხენე სოროსის იმპერია; ნეოკონსერვატორები, რომლებსაც საქმით არაფერი აქვთ საერთო კონსერვატიზმთან; და პოლიტიკურად, ფინანსურად გავლენიანი ყველა ის პერსონაჟი, რომლის ინტერესებშია სხვა ქვეყნებზე ბატონობა და კოლოსალური სიმდიდრის მოპოვება ნგრევის, ომისა და სისხლის ფასად.” – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტონიო გუტერეში – მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი მოიცვა – მშვიდობის, კანონის და სამართლის დროა

კახა კალაძე – უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები – ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს, გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას