საქართველოში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები ჩაიშალა ამერიკელების მიერ უარის თქმის გამო – აი, ეს არის მოღალატე ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის და ე. წ. რუსული კანონის შედეგი – გოცირიძე

საქართველოში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები ჩაიშალა ამერიკელების მიერ უარის თქმის გამო – აი, ეს არის მოღალატე ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის და ე. წ. რუსული კანონის შედეგი – გოცირიძე
“თუ ვინმე დღემდე ვერ აცნობიერებს, თუ რა უბედურებას შეიძლება გადავეყაროთ, ხელისუფლებაში ამათი დარჩენის შემთხვევაში, მძიმედ ყოფილა საქმე. ოთხ თვეზე ნაკლები დარჩა და იმედია თავიდან მოვიცილებთ ამ მავნებლებს”, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“საქართველოში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები ჩაიშალა ამერიკელების მიერ უარის თქმის გამო, სამაგიეროდ იგი გაიმართება სომხეთში 15-24 ივლისის განმავლობაში. ეს ინფორმაცია დღეს გაავრცელა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ. აი, ეს არის მოღალატე ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის და ე. წ. რუსული კანონის კიდევ ერთი შედეგი. თუ ვინმე დღემდე ვერ აცნობიერებს, თუ რა უბედურებას შეიძლება გადავეყაროთ, ხელისუფლებაში ამათი დარჩენის შემთხვევაში, მძიმედ ყოფილა საქმე. ოთხ თვეზე ნაკლები დარჩა და იმედია თავიდან მოვიცილებთ ამ მავნებლებს”, – წერს რომან გოცირიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”