ისრაელის დაზვერვის უფროსი დოჰაში ჩავიდა ცეცხლის შეწყვეტის და მძევალთა გათავისუფლების გარშემო მოსალაპარაკებლად

Reuters-ი ავრცელებს ცნობას წყაროზე დაყრდნობით, რომ ს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავიდ ბარნეა კატარში ჩავიდა, რათა განაახლოს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების გარშემო.
5 ივლისისთვის იყო დაგეგმილი ბარნეას შეხვედრა კატარის შეიხთან, მაჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანისთან.
Reuters-ის წყარო, რომელიც იცნობს მოლაპარაკებათა მიმდინარეობას, დასძენს, რომ ბარნეას შეხვედრები წარმოადგენს მცდელობას, გაერთიანდეს ისრაელის და ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) შეთანხმება.
ამის ფონზე ლიბანის ჰეზბოლას მეთაურმა, საიედ ჰასან ნასრალამ და ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ჰალილ ალ-ჰაიამ მათ შეხვედრაზე განიხილეს ღაზის სექტორის ვითარება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების მდგომარეობა, – იტყობინება ჰეზბოლა.
ჰეზბოლა და ისრაელი ოქტომბერში ღაზის სექტორში დაწყებული ომის შემდეგ ინტენსიურად უშენენ ცეცხლს ერთმანეთს ისრაელ-ლიბანის საზღვარზე, რასაც ახლავს შეშფოთება რომ კონფლიქტის უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.
7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთში ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რასაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 250 მძევლად აიყვანეს, ისრაელმა დაიწყო ფართო იერიში ღაზის სექტორზე, რასაც თითქმის 38 ათასი ადამიანის სიკვდილი და ინფრასტრუქტურის სრული განადგურება მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ