ივანიშვილის მიგდებული მილიონები რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, უნდა ხვდებოდნენ – ანა სუბელიანი

ივანიშვილის მიგდებული მილიონები რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, უნდა ხვდებოდნენ – ანა სუბელიანი
ივანიშვილის მიგდებული მილიონები რომ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, უნდა ხვდებოდნენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი ანა სუბელიანი წერს.
ის წარმატებულ ქართველ ფეხბურთელებს იმის გამო აბულინგებს, რომ მათ ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ჯილდო მიიღეს და ამისთვის მადლობაც გადაიხადეს.
„დღეს იმხელა ქება-დიდება მივუძღვენი კაშიას პირდაპირ ეთერში და ისე ჩამწყდა გული ახლა ამ ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობაზე, რო რა გითხრათ.. ყველაზე სწორი საქციელი ნაკრებისგან ამ ფულის საბავშვო კლუბებისთვის გადარიცხვა იქნებოდა და იმის უნარისა და ძალის შენარჩუნება, რო მათი აზრი და სიტყვა არ შეესყიდა დედამ*****ლ ოლიგარქს. საერთოდ ამ ვითარებაში ივანიშვილის მიგდებული მილიონები რო შეურაცხმყლფელი და დამამცირებელია, ამასაც უნდა ხვდებოდნენ წესით. ვწუხვარ ძალიან“, – წერს სუბელიანი.
როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა