ისრაელმა პალესტინელთა მიწების, იორდანეს დასავლეთი ნაპირის კიდევ ერთი ნაწილი საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა

ისრაელის ხელისუფლებამ ისრაელის სახელმწიფოს ნაწილად გამოაცხადა პალესტინელთა ტერიტორიის – იორდანეს დასავლეთი ნაპირის – კიდევ ერთი მონაკვეთი.
ამის შესახებ იტყობინებიან სააგენტო AP და ისრაელის უფლებადამცველი ორგანიზაცია „Peace Now“.
არსებული ცნობით, ესაა თითქმის 13 კვადრატული კილომეტრი იორდანეს ნაპირზე, რომელიც ესაზღვრება ისრაელის მიერ ადრე თავის ტერიტორიად გამოცხადებულ მიწას.
Peace Now-ს თანახმად, საქმე ეხება ისრაელის მიერ უდიდესი ტერიტორიის მითვისებას,1993 წელს მიღწეული ოსლოს შეთანხმების შემდეგ.
ამგვარად, გზას უხსნის ახალი მოსახლეების ამ ტერიტორიებზე დასახლებას. ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობას პალესტინელთა ტერიტორიაზე გმობს საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი