ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვიქტორ ორბანის წინადადებაზე – პუტინს ვერ ვენდობით, რადგან ჩვენთვის ის არის მკვლელი და აგრესორი – მნიშვნელოვანია უნგრეთმა ეს აღიაროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის წინადადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და აცხადებს, რომ არ შეიძლება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი და საჭიროა შესაბამისი გეგმა.
„პრინციპში, პუტინს ვერ ვენდობით, რადგან ჩვენთვის ის არის მკვლელი და აგრესორი. მნიშვნელოვანია, უნგრეთმა აღიაროს, რომ რუსეთი არის აგრესორი და ასევე აღიაროს, რომ ცნობს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტექნიკის დასაგროვებლად, როდესაც უკრაინა, ზავის პირობების თანახმად, არ შეაჩერებს მას დარტყმებით.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მხარს უჭერს სასწრაფო ზავის იდეას. ორბანმა აღიარა, რომ ზელენსკიმ მასთან საუბარში უარყო მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ზავს უკრაინასა და რუსეთს შორის ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვით.
ორბანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება ორბანის გეგმის ლოგიკაში და მხარს არ უჭერს მას, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ