მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? – მისი შეძენის სურვილი იტალიურ კლუბს აქვს

sport.quotidiano-ს ცნობით, ჯოშუა ზირზკე 99%-ით დატოვებს “ბოლონიას”, 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან, მის შემცვლელს აქედანვე ეძებენ და ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თავგამოჩენილი “მეცის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.
გამოცემის მტკიცებით, “ბოლონიას” ხელმძღვანელობამ მიქაუტაძეს ჯერ კიდევ იანვარში მიაქცია ყურადღება, უნდა გაიგონ რა დაუჯდებათ ტრანსფერი, მაგრამ მისით “ვესტ ჰემიც” დაინტერესდა და ამ გარემოებამ შეიძლება ფასი ასწიოს.
გიორგიმ გასულ სეზონში ლიგა 1-ში 14 გოლი გაიტანა, ევროპირველობაზე კი 3 გოლით ჯერჯერობით სამ ფეხბურთელთან ერთად თანაბომბარდირია.
“ბოლონია” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში