სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პილოტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის თავდაცვის საქმეში, მათ შორის კი განსაკუთრებულია საჰაერო სარდლობის მფრინავების როლი. სამძიმარს ვუცხადებ დღეს ტრაგიკულად დაღუპულ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს და საქართველოს თავდაცვის ძალებს“, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.
ბოლნისში თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა რამდენიმე საათის წინ განიცადა. დაღუპულია პილოტი.
თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ