ბუფონმა შესაძლოა, იტალიის ნაკრებში დაკავებული თანამდებობა დატოვოს

Football Italia-ს ცნობით, ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, შესაძლოა, იტალიის ეროვნული ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს, რომელსაც 2023 წლის აგვისტოდან, ჯანლუკა ვიალის გარდაცვალების შემდეგ იკავებს.
“იუვენტუსის” ყოფილი მეკარე უახლოეს დღეებში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს შეხვდება და თავის მომავალზე გაესაუბრება.
შეგახსენებთ, რომ “სკუადრა აძურა” ევრო 2024-ს შვეიცარიასთან მერვედფინალში 0:2 მარცხის შემდეგ გამოეთიშა, მაგრამ უკვე გაცხადდა, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის არ გადააყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში