გველესიანს ინდონეზიაში უხმობენ – საქართველოს ნაკრების მცველმა შესაძლოა, ირანი დატოვოს

საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველმა გიორგი გველესიანმა შესაძლოა, კარიერა ინდონეზიის ჩემპიონ “პერსიპ ბანგუნდში” განაგრძოს. ამის შესახებ ადგილობრივი jabar.tribunnews წერს.
კლუბს მომავალი სეზონისთვის გაძლიერება სურს და რამდენიმე უცხოელთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ერთ-ერთი მათგანი კი “ჯვაროსანთა” უკანახაზელია.
მოგეხსენებათ, გველესიანი ახლა ირანული “პერსოპოლისის” ღირსებას იცავს და ახლა ერთი ქვეყნის ჩემპიონიდან მეორეში გადასვლის შანსი აქვს.
ინფორმაციისთვის, გიორგის ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან არ უთამაშია, ჩეხეთთან მოედანზე 9 წუთი გამოჩნდა, პორტუგალიასთან 76, ხოლო ესპანეთთან 78 წუთი ითამაშა.
დალაგებული, დავარცხნილი, გაპარსული. ნამდვილი კაცი ხარ გიო გენაცვალე. აბა უმეტესობა არაბივით გამოიყურება და კომენტარებში წავიკითხე ერთხელ ინსტაგრამზე ქართველები არაბებს რატო გვანანო. სირცხვილი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში