გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის დროს ერთი პირი დაჭრეს

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად ერთმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. დაზარალებულს, სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული დაზიანებები მხრის მიდამოში აღნიშნებოდა.
„სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ღამის საათებში შემოიყვანა 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის მიდამოში დაზიანებები და ასევე დაზიანება მარცხენა თვალბუდის მიდამოში. მოხდა აღნიშნული დაზიანებების დამუშავება, გაეწია სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია, სხვა დაზიანებების გამოსარიცხად ჩაუტარდა მთლიანი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია. კვლევების შედეგად, სიცოცხლისთან შეუთავსებელი დაზიანება პაციენტს არ აღენიშნებოდა. შესაბამისი კონსულტანტების კონსულტაციის საფუძველზე, პაციენტმა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით დატოვა კლინიკა“, – აღნიშნა ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა ირაკლი ეზეკელი.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!