ალიევი: სამშვიდობო შეთანხმების მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა

“სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა”.
“Trend-ის” ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყანაში კანადის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კევინ ჰამილტონის რწმუნებათა სიგელების მიღებისას განაცხადა.
“სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა სომხეთის კონსტიტუციის შეცვლაა, რადგან ის შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და სანამ ეს არ მოხდება, სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი. ეს ნათელია” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებითვე, მას მიაჩნია, რომ ისინი საკმაოდ სწრაფად მიდიან მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში.
“მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე, ყოველ შემთხვევაში მის ძირითად პრინციპებზე, რამდენიმე თვეში. უნდა აღვნიშნო, რომ ოკუპაციის დროს შუამავლების გეგმა იყო შეთანხმების მიღწევა იმ ძირითად პრინციპებზე, რომელსაც მადრიდის პრინციპები ეწოდება. უნდა მოხდეს მათი პარაფირება და შემდეგ ტექსტის შედგენა. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ვარიანტი – მივაღწიოთ შეთანხმებას ძირითად პრინციპებზე, მოხდეს მათი პარაფირება და შემდეგ დაიწყოს ტექსტზე მუშაობა”, -აღნიშნა ილჰამ ალიევმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შემდეგ მოხდება.
იგივე მოთხოვნა აზერბაიჯანს აქამდეც გაუჟღერებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!