თქვე ორმაგ სტანდარტიანებო, მთელი მსოფლიო ხაბიბთან იღებს ფოტოს და ახლა გახდა პრობლემა?

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში UFC ის ჩემპიონთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრას ეხმიანება. ჩიხელიძე დონალდ ტრამპის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ხაბიბ ნურმაგედოვთან ერთად არის გადაღებული და ოპოზიციას ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. მანვე აღნიშნა, რომ UFC ის ჩემპიონთან შეხვედრა გასაკვირი არ არის.
„ეს ამბავი გახსოვთ? გერმანიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და თბილისის მერ კახა კალაძეს შეხვდა, რაზეც ოპოზიციამ კრიახი ატეხა, რუსეთუმე ნურმაგომედოვთან შეხვედრა როგორ შეიძლებაო, თქვე ორმაგ სტანდარტიანებო, მთელი მსოფლიო ხაბიბთან იღებს ფოტოს და ახლა გახდა პრობლემა? UFC ის ჩემპიონია და შეხვედრა რა გასაკვირია. ამ ფოტოზე რას იტყვით სადაც ხაბიბი ტრამპს ხვდება? ბატონო შალვა თქვენი სტატუსი, თქვენი პრინციპულობის ტესტია, ტრამპზეც იტყვით რომ პუტინის გზავნილი გადასცეს თუ სირაქლემას პოზას აირჩევთ?“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით