ლევან ცუცქირიძე პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძე პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ პრეზენტაცია დღეს, 1 ივლისს გაიმართება.
მოძრაობის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მისი შექმნის მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და ისტორიული მისიის მიღწევაა. მათი თქმით, „თავისუფლების მოედანი“ ღია დემოკრატიული პლატფორმა იქნება:
„თავისუფლების მოედანი” პატრიოტი, პროფესიონალი და პატიოსანი მოქალაქეების ერთობაა თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასარჩენად. ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ საქართველოს გადაქცევა ს გუბერნიად, დავამარცხოთ დღევანდელი ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე, დავამყაროთ რეალური დემოკრატია და მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობას. გვჯერა, რომ მშვიდობის საფუძველი სამართლიანობაა, ხოლო მმართველობის ყველაზე სამართლიანი სისტემა დემოკრატიაა.
მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისწრაფებებისა და მიზნების აღსრულების საუკეთესო მექანიზმია, საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გარანტია.
გვაქვს მკაფიო ხედვა, როგორ მივიდეთ არჩევებამდე, როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები და როგორ განვაგრძოთ გზა ს შემდეგ – ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით, ეკონომიკის, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების განვითარებით, უნიკალური ბუნებისა და გარემოს ეფექტიანი დაცვით“ ,— ვკითხულობთ მოძრაობის მანიფესტში.
მოძრაობის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის ყველა სამოქალაქო ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასთან და მოქალაქესთან, რომელთანაც საერთო იქნება ფასეულობები, მიდგომები და მიზნები:
„ჩვენი მთავარი ძალა ცოდნაა, უარს ვამბობთ და ვემიჯნებით ძალადობას. მივმართავთ ბრძოლის მხოლოდ მშვიდობიან და კონსტიტუციურ ფორმებს. შემოგვიერთდით, გელით თავისუფლების მოედანზე“, — ვკითხულობთ მანიფესტში.
მოძრაობის პრეზენტაცია თბილისში დღეს, 21 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მარცხენა სანაპიროზე („Buddha Bar“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე) გაიმართება.