უკრაინაში დააკავეს პირები, რომლებიც გამოძიების თანახმად, პარლამენტში შეჭრას გეგმავდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა „პროვოკატორები“, რომლებიც კონსტიტუციის დღის შემდეგ კიევში არეულობებს ამზადებდნენ. უკრაინაში კონსტიტუციის დღე 28 ივნისს აღნიშნეს.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 1 ივლისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოააშკარავეს „აქტივისტების ჯგუფი“, რომელიც 30 ივნისს კიევში პროვოკაციებს ამზადებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ჯგუფს ხელმძღვანელობდა თანადამფუძნებელი ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, რომელიც 2015 წლიდან ცნობილია ანტიუკრაინული აქციებით. ამ ორგანიზაციას და დაკავებულთა რიცხვს ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.
გამოძიების მონაცემებით, ჯგუფი აპირებდა ე.წ. ვეჩეს(სახელმწიფო კრება) გამართვის გზით გამოეცხადებინა უკრაინის ხელისუფლებიდან დღევანდელი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ჩამოშორება, რის შემდეგაც გეგმავდა უკრაინის პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდებას და მისი მუშაობის ბლოკირებას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, როდის დააკავა ეს პირები. მათ ბრალად ედებათ კონსტიტუციური წყობის ძალით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცებისკენ მიმართული ქმედებები და მოწოდებები, რაც 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?