რუსეთის მტკიცებით, 1 ივლისის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
“შეჩერებულია კიევის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი”. – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
უწყების მტკიცებით, 18 დრონი ჩამოგდებულია ბრანსკის ოლქში, ასევე 9-9 საფრენი აპარატი განადგურებულია ბელგოროდსა და კურსკში.
დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ინფორმაცია არ ვრცელდება.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/52366r64grn45aghp5bfnt2wja-p9sf2Q-300x158.jpeg)