ვოლნიანსკზე რუსების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ვოლნიანსკზე რუსების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით, ზაპოროჟიეს ოლქში, ვოლნიანსკზე რუსეთის იერიშის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვია. აქამდე არსებული მონაცემებით, დაშავებული იყო 31.
დაღუპულია შვიდი ადამიანი – სამი მამაკაცი, ერთი ქალი და სამი ბავშვი.
დაზიანდა ორი მაღალსართულიანი კორპუსი და 12 სავაჭრო ობიექტი, განადგურდა 7 მანქანა.
ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის თქმით, 12 დაშავებული საავადმყოფოებში რჩება.
„ექვსი მათგანის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. ჰოსპიტალში მყოფებს აღენიშნებათ ნამსხვრევებით მიღებული ჭრილობები, კონტუზია, მოტეხილობები და ტრავმული ამპუტაციები. დაჭრილებს შორის არის ორსული ქალი და ცხრა ბავშვი,” – წერს ფედოროვი.
ზაპოროჟიეს ოლქში დღეს გლოვის დღეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე