რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 30 ივნისს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 41 დრონი გაანადგურა.
როგორც ანგარიშში წერია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უპილოტო საფრენი აპარატი ცენტრალური ფედერალური ოლქის თავზე ჩამოაგდო, ხოლო 15 – კურსკის ოლქში.
“გასული ღამის განმავლობაში შევაჩერეთ კიევის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი. საჰაერო თავდაცვის ძალების მორიგე ნაწილებმა ჯამში 41 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს”. – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იერიშისგან ან ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებისგან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/karine-jean-pierre-01-gty-iwb-220813_1660403948392_hpmain_16x9_1600-0ihZ0c-300x158.jpeg)