ვოლნიანსკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა – რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 31 ადამიანი

მაშველებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ვოლნიანსკზე ს თავდასხმის შედეგები აღმოფხვრეს, დაღუპულია 7 და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და დაშავდა 31. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.
შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ საღამოს ქალაქ ვოლნიანსკს დაარტყეს. თავდასხმის ადგილზე მუშაობდნენ მაშველები, პოლიციელები, ექიმები, პარამედიკოსები და უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების სწრაფი რეაგირების გუნდის თანამშრომლები.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო