ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ მიესში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა, რომელსაც 2-7 ივლისს ესპანეთი, ლატვია, პუერტო-რიკო და საბერძნეთი უმასპინძლებენ.
24 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდა, რომლებიც ექვსგუნდიანი ჯგუფებიდან ორ სამგუნდიან ქვეჯგუფებად გაიყვნენ. ერთ წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში ჯვარედინად დაწყვილდება, ხოლო ფინალის მომგები ნაკრები ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრები რიგაში A ქვეჯგუფში მასპინძელ ლატვიასთან და ფილიპინებთან მოხვდა.
ამავე ჯგუფის B ქვეჯგუფში ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი ითამაშებენ.