ესპანეთი-საქართველოს თამაშისთვის სუბსიდირებული ფრენები დაინიშნა

საქართველოში, სპეციალურად ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად, ესპანეთი-საქართველოს მატჩისთვის სუბსიდირებული ფრენები ინიშნება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ბილეთები tkt.ge-ზე გაიყიდება. ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, ორი გზის – 390 ევრო.
ამ ეტაპისთვის უკვე გადაწყვეტილია, რომ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ Georgian Airways და Georgian Wings, უკან კი მგზავრებს ჩამოიყვანს Georgian Airways.
თბილისი-კიოლნი:
· 29 ივნისი – გაფრენა 12:00 სთ-ზე;
· 29 ივნისი – გაფრენა 19:00 სთ-ზე;
· 30 ივნისი – გაფრენა 04:30 სთ-ზე.
კიოლნი-თბილისი:
· 2 ივლისი – გამოფრენა 15:00 სთ-ზე.
მგზავრები აეროპორტში უნდა მივიდნენ ფრენამდე სამი საათით ადრე.
26 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა პორტუგალია ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. შესაბამისად, მაშინ გაირკვა, რომ 30 ივნისს საქართველოს ნაკრები ესპანეთს ეთამაშებოდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა დღეს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო უეფას ოფიციალურ ვებსაიტზე. ბილეთის ფასი 50-დან 500 ევრომდე მერყეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე