მხოლოდ წალენჯიხაში დასავლეთი 65 მილიონის ღირებულების პროექტებს აფინანსებს – რა ელის ქვეყანას თუ დაფინანსებები შეჩერდება?

რუსული კანონით გამოწვეულ საფრთხეებზე და დასავლეთის დაფინანსებებზე, წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ ისაბრა და თქვა, რომ მხოლოდ წალენჯიხაში დასავლეთის დაფინანსებული პროექტების ღირებულება 65 მილიონი ლარია.
“ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ბორელმა განაცხადა,რომ აქტიურად განიხილება საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი. ეს არ გახლავთ კერძო სანქციები, ეს შეეხება ყველა მიმდინარე პროექტს და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ქართული ოცნება ჯიუტად დუმდა, თუ რა თანხები ოპერირებდა მთელი რიგი პროექტების განხოციელებისას და ყველა დაგებულ კილომეტრზე. ონკანში წყალი რომ მოდის ეს ხშირ შემთხვევაში მოდის დასავლეთის ფინანსების მხარდაჭერითა და მონაწილეობით. წალენჯიხა თითქოს მცირე რაიონია, მაგრამ წალენჯიხის სინამდვილეში მიმდინარე და გარდამავალ პროექტებში ეს შეადგენს არც მეტი არც ნაკლები 65 მილიონ ლარს. ამ ცხრილში წარმოდგენილია გარდამავალი პროექტები, ჭალეს, ობუჯის ეწერფერდისა და სხვა რომელიც ჩამოთვლილია, ეს გახლავთ 9 მილიონი ლარი. აქვეა წარდფენილი პროექტები 2024 წლისთვის, ახალი პროექტები-მუჟავა, ჯგალი, ლესალე, წალენჯიხა,ს ქუჩა და ასე შემდეგ. აქვე არის ახალი განაცხადები, რაზეც ვმუშაობთ, ეს ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და რეგიონალური განვითარების ფონდის დონორ ორგანიზაციებს წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი და ასევე ათეულობით დონორი ორგანიზაცია. ასე რომ, როცა ვსაუბრობთ დასავლეთზე, დასავლეთი ზრუნავს ყოველი ჩვენთაგანის საყოფაცხოვრებო პირობების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და ეს სანქციები ემუქრება და დასავლეთისგან გამიჯვნა ემუქრება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მეგობარი რას ნიშნავს, თანამონაწილეობა რას ნიშნავს და ეს ამ შემთხვევაში, წალენჯიხის სინამდვილეში მცირედით გახლავთ წარმოდგენილი.”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

მიხეილ სააკაშვილი – მაქვს მოწოდება, შევქმნათ არჩევნების მოხალისეების ინსტიტუტი – თუ ივანიშვილი დარჩა, რუსეთი ისე გადაგვსანსლავს, ისე გაგვანადგურებს და ძვლებში გადაგვტეხავს, როგორც არასდროს გაუკეთებია ისტორიაში