პარტიიდან გარიცხული ყოფილი თავმჯდომარე | ენმ-ში დაპირისპირება გრძელდება

ხაბეიშვილი ადასტურებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აღარ არის. ეს განაცხადი მთავარი ოპოზიციური პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ წინამორბედზე სატელევიზიო ეთერში გააკეთა. არ ახსენებს სიტყვა გარიცხვას, თუმცა ეს ერთადერთი ვარიანტია, რომლითაც ნიკა მელია პარტიის რიგებს გამოაკლდა. ხაბეიშვილს თანაგუნდელები ამართლებენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მეორე ნაწილი კი ხაბეიშვილსა და მის გუნდს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და პარტიის დატოვებას არ აპირებენ.